პოლიციამ გორში მცირე საოჯახო ტიპის სახლიდან გაუჩინარებულ 16 წლის გოგოს ადგილსამყოფელი დაადგინა. როგორც უწყებაში განმარტეს, მოზარდი ახლა უკვე კანონიერ წარმომადგენლებთან იმყოფება.
არასრულწლოვანი ერთი წელია გორში მოქმედი მცირე საოჯახო სახლის ბენეფიციარია. საოჯახო სახლის ადმინისტრაციამ მოზარდის ადგილსამყოფელის გადამოწმება ახლობლებთან დაიწყო, შემდეგ კი პოლიციას მიმართა.
ოფიციალური სამძებრო სამუშაოები გუშინ დილიდან მიმდინარეობდა.