5-6 იანვარს ჩოხატაურის ხელოვნების სასახლეში მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით, პატარებისათვის „საშობაო ზღაპარი“ გაიმართა.
საღამო, რომელიც ქალბატონი ნანა ჩხიკვაძის ხელმძღვანელობით ჩატარდა, ნამდვილ დღესასწაულად იქცა. თოვლის ბაბუამ პატარები საჩუქრებით გაახარა და ბედნიერი მომავალი უსურვა.