შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ჩოხატაურში ალილოს ტრადიციული საზეიმო მსვლელობა მოეწყო.
ჩოხატაურის წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარმა მამა თომამ ტაძართან შეკრებილი მეალილოები დალოცა.
ალილოს მონაწილეებმა, მგალობლებთან ერთად, ჩოხატაურის ქუჩები შემოარეს და მოქალაქეებისაგან ტკბილეული შეაგროვეს.
შეგროვებული სურსათ-სანოვაგე სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცემა.