ჭიათურაში, გრიპის ვირუსით გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრები, მომხდარზე სრულ პასუხისმგებლობას სასწრაფო დახმარების ექიმებს აკისრებენ და აცხადებენ, რომ უმძმეს მდგომარეობაში მყოფი პაციენტი სასწრაფომ პირველ ეტაპზე კლინიკაში არ გადაიყვანა, შემდგომ კი კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ქალის გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.
“პირველის წუთები იყო, როცა სასწრაფო გამოვიძახეთ, გულიც აწუხებდა, კუჭი ტკიოდა. როცა სასწრაფო მოვიდა უთხრეს, ბევრი სითხე მიიღეთო. სითხეები რას უშველიდა?! დედაჩემი რომ საავადმყოფოში დაეწვინათ, ახლა ცოცხალი მეყოლებოდა და არ დავრჩებოდი ობოლი”, _ ამბობს გრიპის ვირუსით დაღუპული ქალის შვილი.
შეგახსენებთ, რომ 7 იანვარს, ჭიათურაში 30 წლის ქალი გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად ვირუსული ინფექცია სახელდება. მედიკოსთა თქმით, პაციენტი კლინიკაში შეყვანიდან 1 საათში გარდაიცვალა.
ექიმის თქმით, ქალს მწვავე ვისრუსული ინფექციის ფონზე პლევმონია აღენიშნებოდა.