ტაჯიკეთის საზღვართან მდებარე ყირგიზეთის სოფლიდან მაცხოვრებლების ევაკუაცია მოხდა. აღნიშნულ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
ყირგიზეთის სასაზღვრო სამსახურის ცნობით, დაუდგენელმა პირებმა რამდენიმე საცხოვრებელ სახლსა და ავტომობილს ქვები დაუშინეს, ისმოდა სროლის ხმაც.
„უსაფრთხოების მიზნით მოსახლეობა საცხოვრებელი სახლებიდან სკოლის შენობაშია გადაყვანილი,“_ ამის შესახებ ყირგიზეთის ბატკენის ოლქის ადმინისტრაციაში განაცხადეს.
კონფლიქტი ყირგიზეთსა და ტაჯიკეთის საზღვარზე პერიოდულად ხდება ადგილობრივ მოსახლეობას ან მესაზღვრეებს შორის.
კონფლიქტის მთავარი მიზეზი ტერიტორიაა, სადაც შეუძლებელია იმის დადგენა თუ სად მდებარობს საზღვარი სახელმწიფოებს შორის.