სტამბოლში, მიმდინარე იაშარ დოგუს სახელობის საერთაშორისო ტურნირზე ინციდენტი მოხდა.
sportall.ge-ის ინფორმაციით, თავისუფალი სტილით მოჭიდავე ზურაბ ერბოწონაშვილს (79 კგ) ფინალში გასვლის შანსი ჰქონდა, უკრაინის წარმომადგენელ ზაკარიევს 8:5-ს უგებდა, მაგრამ ბოლოს მეტოქემ ქართველ ფალავანს სახეში ხელი გაარტყა, მანაც უპასუხა და ამის შემდეგ მასობრივი ჩხუბი ატყდა.
მათივე ინფორმაციით,ხალიჩაზე უკრაინელის მწვრთნელი შევარდა და ერბოწონაშვილს დაარტყა, ჩხუბში საქართველოს ნაკრების მწვრთნელი გიორგი იანტბელიძეც ჩაერთო და საბოლოოდ ორივე მოჭიდავე შეჯიბრებიდან მოხსნეს.