ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ დაბა ჩოხატაურში, “მუხების“ უბანში, ამ წაქცევის პირას მდგარ სახლში, სამი ოჯახი ცხოვრობს. ერთ-ერთი ოჯახის დედა – ასმათ ჟღენტი ამ დილით გარდაიცვალა; მას რამდენიმე დღის წინ ინსულტი განუვითარდა და ექიმებმა მისი დახმარება ვეღარ შეძლეს. ქალბატონ ასმათს შეზღუდული შესაძლებლობის შვილი ჰყავს, რომელიც ამ ნანგრევებში დღემდე დედასთან ერთად ცხოვრობდა. გიორგი 32 წლისაა და უმუშევარი დედა ცდილობდა თავისი პენსიით შეშა მაინც ეყიდა და გაეთბო შვილი. დღეიდან გიორგის უდედოდ მოუწევს არსებობისთვის ბრძოლა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved