ხელფასის პირველივე კვირაში დახარჯვა.
გზის არევა და რჩევის ჯიუტად არკითხვა.
ტანსაცმლის გაუსინჯავად ყიდვა.
მაღაზიაში შესვლა, ურიკაზე უარის თქმა და მერე სალაროსთან ასე მისვლა.
საკუთარი ხელით თმის შეჭრა, რომელსაც თმის ზრდის გრძელვადიანი პროცესი მოსდევს.
სქრინშოტის გაგზავნა მეგობრის ნაცვლად იმასთან, ვისზეც ჭორაობდი.
თეთრი ფერის ტანსაცმლის ფერად ტანსაცმელთან ერთად გარეცხვა.
ღამის გათენება იმ იმედით, რომ სუპერგმირი ხარ და მეორე დღეს ჩვეულებრივად იმუშავებ.
ჟაკეტის სახლში დატოვება იმის მიუხედავად, რომ დედამ გაგაფრთხილა.
საკუთარი თავის დარწმუნება, რომ “5 წუთიც იძინებ და ადგები”.
სავარჯიშო დარბაზის ერთთვიანი აბონემენტის ყიდვა და უბრალოდ გაფლანგვა.
საყვარელი სერიალის ახალი სეზონის ერთ დღეში ყურება.
შესასრულებელი სამუშაოს დედლაინამდე ერთი დღით ადრე დაწყება.
მაცივრის რამდენჯერმე გამოღება იმ იმედით, რომ მასში საჭმელი გაჩნდება.
პატარა შეცდომებისთვის დიდი მნიშვნელობის მინიჭება.