,,ჯიკო” _ სამტრედიის ფრენბურთელ ქალთა გუნდი, ჩემპიონია. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ფრენბურთელ ქალთა გუნდი ,,ჯიკო” , რომლის შემადგენლობაში გამოდიოდნენ: ჯულიეტა სანაძე, მარიამ შაქარაშვილი, გურანდა კვერნაძე და დეა ხეირაბადი, ბაკურიანში საქართველოს 2020 წლის რიგით მესამე ეროვნული ჩემპიონატი “თოვლის ფრენბურთში” საქართველოს ჩემპიონი გახდა. ,,ჯიკოს” ფრენბურთელებმა ოქროს მედლები მოიპოვეს.
მეორე და მესამე ადგილები ბოლნისისა და ბათუმის გუნდებს ერგოთ.
,,ჯიკოს” ადმინისტრაციის განცხადებით, ,,ჯიკოს” ფრენბურთელები ბაკურიანში რჩებიან და ემზადებიან ამავე სახეობაში საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობისთვის, რომელშიც საქართველოს გუნდებთან ერთად რუსეთის ფრენბურთელ ქალთა გუნდებიც მიიღებენ მონაწილეობას.