უფრო ქალური უნდა გახდე!
არავინ იცის ზუტად, რას ნიშნავს, იყო უფრო მეტად ქალური, თუ უკვე ქალი ხარ, მაგრამ ეს მხოლოდ დეტალებია. მთავარია, რომ გირჩევენ, გახდე უფრო სხვანაირი, ვიდრე ხარ. ნათელია, რომ ეს შეუძლებელია. მაშინ, რა აზრი აქვს ასეთ რჩევას? ალბათ, ის, რომ თავი არასრულფასოვნად გაგრძნობინონ.
ნუ ახდენ სიტუაციის დრამატიზებას!
ნუ ახდენ დრამატიზებას. ისეთი არაფერი მოგივა. ყველას გაგვივლია ეს. თავი ხელში აიყვანე! ტირილი არ გიშველის. და ასე შემდეგ… ნაცნობი სიტყვებია? შენ არ გამშვიდებენ, არ გეხმარებიან და კარგ რჩევასაც არ გაძლევენ. გაიძულებენ დაიჯერო, რომ შენი ტანჯვა არაფრად ღირს, თავს დამნაშავედაც კი იგრძნობ ამდენი წუწუნის გამო. ძალია ცუდია ასეთი დაქალების ყოლა, ძალიან!
ნუ დაურეკავ პირველი!
არასოდეს! ის მიხვდება, რომ დაინტერესებული ხარ და იფიქრებს, რომ ანკესზე ხარ
წამოგებული და მოდუნდება. ეს კი დაუშვებელია! არასოდეს გადადგა პირველი ნაბიჯი! ინიციატივა მამაკაცისგან უნდა მოდიოდეს! თუ ამ რჩევას მიჰყვებით, უარეს შემთხვევაში, შესაძლოა, თქვენი ცხოვრების სიყვარულს ასცდეთ.
შეხვდი ერთ ჩემს ნაცნობს, ძალიან კარგი ბიჭია!
არ ვიცით, როგორ ხდება, მაგრამ 100-დან 99 შემთხვევაში ეს კარგი ბიჭი ისეთი ადამიანია, რომელსაც სხვა სიტუაციაში გამარჯობას არ ეტყოდი. ეს სწორედ ის ადამიანია, რომელიც დისტანციაზე ჰყავს თქვენს დაქალს, რეზერვში.
Samsung-მა ახალი, დასაკეცი ტელეფონი გამოუშვა |
ნუ არჩევ კაცებს, თორემ მარტო დარჩები!
ასეთ რჩევებს გათხოვილები იძლევიან. უცებ რომ მიხვდე: ცუდადაა საქმე, უნდა აიღო ის, რასაც გაძლევენ! აი, შენმა დაქალმა უკვე აიღო და ძაანაც კმაყოფილია.
მოუსმინე მას! სინამდვილეში, საქმე არცთუ ისე კარგადაა. ეს გახლავთ მარტო დარჩენის შიში. თუმცა, თქვენ თავადაც კარგად იცით, უმჯობესია, მარტო დარჩე, ვიდრე მასთან, ვინც გულთან ახლოს არ არის.
მიატოვე ის!
არა, ის თავად არ მიატოვებს მამაკაცს, რომელიც მეხუთე წელია, ერთ ადგილს არ სწევს სავარძლიდან, უხეშობს და მის ხარჯზე ცხოვრობს. შენ კი უნდა მიატოვო. სასწრაფოდ! იმიტომ, რომ დაავიწყდა თქვენი პირველი პაემნის აღსანიშნავი დღე. რა ცუდი ბიჭია! ხვდებით, არა?
მეტს იმსახურებ!
სულ ახლახან გირჩევდნენ, დათანხმებოდი, რასაც გაძლევდნენ, ახლა კი თურმე მეტს იმსახურებ. ვითომ და გეუბნებიან, როგორი შესანიშნავი და საოცარი ხარ. სინამდვილეში, გულისხმობენ: ცხოვრება გაიფუჭე, გოგონი, იმიტომ, რომ სულელი ხარ.