ქუთაისში 20 საჯარო სკოლასა და 17 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეჩერდა.
მიზეზი ბუნებრივი აირის შეწყვეტაა.
განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ქალაქის მასშტაბით, 20 სკოლას ვერ მიეწოდა ბუნებრივი აირი და ბავშვების უსაფრთხოების გამო სწავლა ერთი დღით შეწყდა.
სასწავლო პროცესი, სავარაუდოდ, ხვალ აღდგება.
“სოკარ გაზის” გაზგამანაწილებელ ქსელში მომხდარი ავარიის გამო ქალაქის თითქმის 60 %-ს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა. ნაწილს გაზმომარაგება გუშინ აღუდგა, დარჩენილი სამუშაოები, სავარაუდოდ, დღეს დასრულდება.