სამეგრელოში, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ აბაშაში 41 წლის მამაკაცს ხე დაეცა და მიყენებული დაზიანებებით იგი საავადმყოფოში მიყვანიდან ნახევარ საათში გარდაიცვალა.
როგორც “გურია ნიუსს” მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ თემში, მურთაზ ჯალაღონიამ განუცხადა, უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა.
მურთაზ ჯალაღონიას თქმით, დაშავებული მამაკაცი თავდაპირლველად აბაშის საავადმყოფოში მიიყვანეს და შემდეგ, რეანომობილით ქუთაისში გადაიყვანეს,თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
არსებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მამაკაცი ახლობლის სახლში ხეს ჭრიდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილობლობით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას გულისხმობს.