თბილისი-ზუგდიდის მატარებელს რკინიგზის სადგურ აბაშაში ცოტა ხნის წინ ცეცხლი გაუჩნდა.
ჩვენი ინფორმაციით, ხანძარი მესამე ვაგონში გაჩნდა, რომლის გამომწვევი ზუსტი მიზეზიც ამ დროისთვის უცნობია.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
შემთხვევის ადგილზე იმყოფება ჩვენი კორესპონდენტი, რომელმაც შეძლო ცეცხლის შემდეგ ვაგონში არსებული მდგომარეობის გადაღება.