თბილისი-ზუგდიდის მატარებელში მომხდარ ხანძარს „საქართველოს რკინიგზა“ გამოეხმაურა.
როგორც კომპანიაში ამბობენ, ყველა იმ პირს, ვინც, ორი დღის ვადაში წარადგენს სამგზავრო დოკუმენტს, “საქართველოს რკინიგზის” ნებისმერ სალაროში მგზავრობის თანხა სრულად აუნაზღაურდებათ.
„დღეს, 14 თებერვალს, სადგურ აბაშაში, ზუგდიდი- თბილისის ხაზზე მატარებლის პანტოგრაფსა და საკონტაქტო ქსელზე მოკლე ჩართვამ გამოიწვია სამგზავრო მატარებლის ერთ-ერთი ვაგონის დაკვამლიანება. შემთხვევის შედეგად შეჩერდა მსვლელობა და განხორციელდა მგზავრების დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება ალტერნატიული საშუალებებით. არც ერთი მგზავრი არ დაშავებულა.
შემთხვევაზე მიმდინარეობს მოკვლევა“,_ ამბობენ „საქართველოს რკინიგზაში“.