მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანელი მუსიკოსი, ჯგუფ “ბითლზის” დამაარსებელი – ჯონ ლენონი ტრაგიკულად გარდაიცვალა, მისი პირადი ნივთებისა და ხელნაწერების გაყიდვით, ლენონის ცოლმა – იოკო ონომ, დაახლოებით 2 მილიონ ფუნტამდე თანხა იშოვნა. განსაკუთრებით ძვირად, 4 წლის წინ, ჯონ ლენონის სათვალე გაიყიდა, რომელშიც “ბითლზის“ ერთ–ერთმა ამერიკელმა ფანმა, ნახევარი მილიონი დოლარი არ დაინანა.
ამას გარდა, სარფიანად გაიყიდა, ლენონის პერანგები, შარვლები… თვით ის სკამიც კი, სადაც მუსიკოსი ხშირად იჯდა ხოლმე.
რამდენიმე დღის წინ კი, ბრიტანელებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მიმდინარე წლის აპრილში, სოთბის აუქციონზე ჯონ ლენონის ხელნაწერი გაიყიდება და დიდი შანსია, რომ ამ ხელნაწერის ფასი, გახურებული ვაჭრობის დროს, 300 ათას ევროს გადასცდეს.
ეს ხელნაწერი გახლავთ, ლენონის მიერ შექმნილი ცნობილი სიმღერის – “I’m Only Sleeping” პირველადი, ხელნაწერი ვერსია და სიმღერის ტექსტი, სტუდიაში ჩაწერის დროს, ლენონმა თავის მეგობრებს სწორედ აღნიშნული ხელნაწერით გააცნო. ლენონმა ეს სიმღერა, “ბითლზის“ იმ პერიოდში ახალი ალბომისთვის – “Revolver” 1966 წლის აპრილში დაწერა. ტექსტი კომუნალური გადასახადის ქვითრის უკანა მხარესაა დაწერილი.