კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 1380-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას Business insider ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ვირუსი ამ დროისთვის 64 000 ადამიანს აქვს, რომელთა შორისაც, მედპერსონალიცაა.
ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის ინფორაციით, ჯანდაცვის 1 716 მუშაკია ინფიცირებული, რომლებიც პაციენტებს მკურნალობდნენ. დაავადებული მედპერსონალიდან 6 დაიღუპა.