ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობაში, საჯარო სკოლაში ხანძარი გაჩნდა.
როგორც „გურია ნიუსს“ ხონის მუნიციპალიტეტის მერმა, ლადო ჯურხაძემ განუცხადა, ხანძარმა სკოლის შენობის გადარჩენა ვერ მოხერხდა. დაზიანებულია საბავშვო ბაღიც, რომელის სკოლის მიმდებარედ მდებარეობდა.
„შენობა თითქმის ბოლომდეა დაზიანებული. მიუხედავად იმისა, რომ 9 სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. ვერ მოხერხდა შენობის გადარჩენა. საბედნიეროდ, დროულად მოხდა ევაკუაცია და არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის მიმდინარეობს ხანძრის ბოლომდე ლიკვიდიცია“,_ გვითხრა ჯურხაძემ.
შეკითხვაზე თუ სად გააგრძელებენ სწავლას ბავშვები, ხონის მუნიციპალიტეტის მერი ამბობს, რომ მათ მეზობელ სოფელ დედალაურში გადაიყვანენ.
„ბავშვები სწავლას მეზობელ სოფელ დედალაურში გააგრძელებენ. საბავშვო ბაღში 8 ბავშვი დადის და 54 სკოლაში. ამათ გადავიყვანთ მიმდებარე სოფელში და ტრანსპორტით უზრუნველყოფას მერია გაუწევს,“_ გვითხრა ხონის მუნიციპალიტეტის მერმა.