წლევანდელი თებერვლის დადგომა, სულაც არ გამოდგა ხეში წყალის ჩადგომის წინაპირობა და ბოლო წლების მანძილზე უთოვლოდ გასტუმრებულ არაერთ ზამთარს, კვალში არ ჩაუდგა. ნანატრი ფიფქებიც უხვად გამოჩნდა და საქართველოს მთასა და ბარში თითქმის ერთნაირად მოთოვა.
ჩვენ არაერთ ფოტორეპორტაჟს, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს დათოვლილი კურორტებიდან გთავაზობთ.
ამჯერად, ლიხს იქეთ-აქეთა საქართველოს კურორტები ზამთრის უჩვეულო სამოსში, ჩვენმა მეგობრებმა მერი ჭანუყვაძემ, მაია გასიშვილმა და ლალი თავართქილაძემ გადაიღეს და გამოგვიგზავნეს _ნანატრი თოვლიანი ზამთარი ხომ ყველას განსაკუთრებულად უხარია.