ჩოხატაურში გაიმართა 1921 წლის თებერვალში გმირულად დაღუპული იუნკერების: მაკარ ბურჭულაძის, აკაკი და გედეონ ხუნდაძეების და მათი თანამებრძოლების სახელობის ტრადიციული ტურნირი ფუტსალში.
დაძაბული პაექრობების შედეგად I ადგილი დაბა ჩოხატაურის გუნდმა დაიკავა, რომელიც თასით, სიგელით და 150 ლარის ოდენობით ფულადი ჯილდოთი დაჯილდოვდა.
II ადგილზე გუთურის #1 გუნდი (კაპიტანი შალვა გიორგაძე) გავიდა და თასით, სიგელით და 120 ლარით დასაჩუქრდა;
III ადგილი ტურნირის დებიუტანტმა ფარცხმის გუნდმა დაიკავა, იგი სიგელით და 100 ლარით დაჯილდოვდა;
IV ადგილოსანი გუთურის #2 გუნდი სიგელი (კაპიტანი გიორგი ცინცაძე) სიგელით დასაჩუქრდა;
ტურნირის საუკეთესო ფუტსალისტის ტიტული და სიგელი ვეტერანმა ფეხბურთელმა შალვა გიორგაძემ დაისაკუთრა, ხოლო საუკეთესო მეკარის წოდება დაბა ჩოხატაურის გუნდის მეკარეს მათე ნინიძეს მიენიჭა და სიგელით დაჯილდოვდა.
ტურნირის აქტიური მხარდამჭერისთვის ამჟამად ფარცხმის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ზურაბ გურგენიძე დაჯილდოვდა. მადლობა დაიმსახურეს აგრეთვე მისმა კოლეგებმა: კოხნარის, საჭამიასერის და ზემოხეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში და გუნდებმა, რომლებმაც ჯვარცხმის, ხიდისთავის და სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებისაგან განსხვავებით, ტურნირში მონაწილეობით უფრო წარმომადგენლობითი და მაყურებლისთვის საინტერესო გახადეს ასპარეზობა.
ტურნირი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის ორგანიზებითა და მერიის და საკრებულოს მხარდამჭერით გაიმართა.