EBRD-ის ლიტერატურული პრემია 2020-ის შერჩეულ მონაწილეთა გრძელი სია გამოქვეყნდა.
ორგანიზატორების თქმით, ლიტერატურული პრემია ხელს უწყობს ნაწარმოებების თარგმნას 30-ზე მეტი ქვეყნიდან.
წელს მესამე წელია რაც EBRD-ის ლიტერატურული პრემიის გაცემა ხდება.
ორგანიზატორების მიერ გამოქვეყნებულ ნაწარმოებებს შორის არის ლევან ბერძენიშვილის „წმინდა წყვდიადი“, რომელიც ბრიან ჯეიმსმა და ელენ ვაინერმა თარგმნეს.
ლევან ბერძენიშვილს კონკურენტობას ბორის აკუნინი, ივანა დობრაკოვოვა, გუზელ იაკინა და სხვა მწერლები უწევენ.
როგორც ცნობილია, ფინალისტები 30 მარტს დასახელდებიან, გამარჯვებულებს კი 22 აპრილს დააჯილდოებენ.