საფრანგეთში კორონავირუსით მეორე ადამიანი გარდაიცვალა.
როგორც REUTERS იუწყება, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი იმ კლინიკას ესსტუმრა, სადაც შემთხვევა მოხდა.
გამოცემის ინფორმაციით პრეზიდენტს ვირუსისგან დამცავი აღჭურვილობა არ ეცვა და ექიმებს გამოუხადა, კრიზისის წინაშე დგას.
„კრიზისის წინაშე ვდგავართ. კორონავირუსის ეპიდემია მიმდინარეობს“,_ განაცხადა მაკრონმა.
ამ დროისთვის საფრანგეთში კორონავირუსის 18 შემთხვევაა დადასტურებული.