https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა: 5 დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

პრეტენდენტების არასამართლიანი დისკვალიფიკაცია და არაეფექტურად გახარჯული ათასები

6:02; 28.02.2020
ფინანსები
Share on FacebookShare on TwitterEmail

“ლანჩხუთის მერიამ პრეტენდენტებს დისკვალიფიკაცია არასამართლიანად მიანიჭა”, _ ვკითხულობთ  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელშიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2017-18 საბიუჯეტო წლების შესწავლის შედეგად გარკვეული ხარვეზებია დაფიქსირებული შესყიდვების მიმართულებით.

“ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა 2018 წელს ადმინისტრაციულ ერთეულებში სახურავების შეკეთების მიზნით ტენდერი გამოაცხადა, სავარაუდო ღირებულებით _ 86.2 ათასი ლარი. ტენდერში მონაწილეობდა ორი პირი და ყველაზე დაბალი ფასი დააფიქსირა შპს “გუდა 1979-მა” _ 70.0 ათასი ლარი. მუნიციპალიტეტმა პრეტენდენტს მიმართა ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების თაობაზე, მათ შორის, უნდა წარმოედგინა ხარჯთაღრიცხვა, რომელიც შესაბამისობაში იქნებოდა ტენდერზე საბოლოოდ დაფიქსირებულ თანხასთან.

დოკუმენტაციის დაზუსტების შემდეგ კი, კომისიამ პრეტენდენტს დისკვალიფიკაცია იმ მოტივით მიანიჭა, რომ დაზუსტებული ხარჯთაღრიცხვის ერთ-ერთ პუნქტში შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა გაზრდილი იყო საპროექტო მონაცემებთან შედარებით. აღნიშნული უზუსტობა პრეტენდენტს დაშვებული ჰქონდა თავდაპირველად წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაშიც”, _ წერია აუდიტის დასკვნაში.

მოქმედი კანონმდებლობით, სატენდერო დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნისას, მუნიციპალიტეტი ვალდებული იყო გადაემოწმებინა ხარჯთაღრიცხვაში წარმოდგენილი მონაცემები და შეუსაბამობის შემთხვევაში, კონკრეტულად მიეთითებინა პრეტენდენტისთვის დასაზუსტებელი პოზიციის/ნაწილის შესახებ, რაც სატენდერო კომისიას არ განუხორციელებია.

ტენდერში, საბოლოოდ, გაიმარჯვა შპს “ჰაუს-ტოპი 2009-მ” და გაუფორმდა ხელშეკრულება, ღირებულებით _ 79.4 ათასი ლარი, რაც 9.4 ათასი ლარით აღემატებოდა დისკვალიფიცირებული პრეტენდენტის მიერ შეთავაზებულ ფასს.

სახელმწიფო აუდიტმა პრეტენდენტის არასამართლიანი დისკვალიფიკაციის შემთხვევა 2018 წელს გამოცხადებულ საჭადრაკო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების ტენდერზე გამოავლინა, რომლის სავარაუდო ღირებულება 86.4 ათასი ლარი იყო.

ტენდერში ყველაზე დაბალი ფასი დააფიქსირა შპს “გუდა 1979-მა” _ 74.4 ათასი ლარი, თუმცა,  სატენდერო კომისიამ მას დისკვალიფიკაცია ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების გარეშე იმ მოტივით მისცა, რომ ხარჯთაღრიცხვის ერთ-ერთ პუნქტში შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა გაზრდილი იყო საპროექტო მონაცემებთან შედარებით.

“ვინაიდან ხარჯთაღრიცხვის კორექტირებით შესყიდვის ღირებულება არ იზრდებოდა, მუნიციპალიტეტი ვალდებული იყო, მიემართა პრეტენდენტისთვის დოკუმენტაციის დაზუსტებაზე”, _ ამბობს აუდიტი.

საბოლოოდ, ტენდერში გაიმარჯვა შპს “დიდგორმა”, შეთავაზებით _ 85.0 ათასი ლარი, რაც 10.6 ათასი ლარით აღემატებოდა დისკვალიფიცირებული პრეტენდენტის მიერ შეთავაზებულ ფასს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, მუნიციპალიტეტის მერიამ, შესყიდვების გახორციელების პროცესში ვერ უზრუნველყო საბიუჯეტო სახსრების რაციონალური ხარჯვა.

შემსყიდველმა ორგანიზაციამ პრეტენდენტების მიმართ გამოიყენა არასამართლიანი მიდგომა. ამასთან, სატენდერო კომისიამ დაარღვია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები, სათანადოდ არ შეისწავლა სატენდერო დოკუმენტაცია, რამაც, საბოლოოდ, გამოიწვია ყველაზე დაბალი ფასის მქონე
პრეტენდენტების დისკვალიფიკაცია.

ამასთან, შესყიდვების პროცესის არასწორად წარმართვის გამო, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 20.0 ათასი ლარი დაიხარჯა არაეკონომიურად.

აუდიტის სამსახური მიმართავს რეკომენდაციით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიას სახელმწიფო შესყიდვების პროცესი წარმართოს ისე, რომ უზრუნველყოს პრეტენდენტების მიმართ სამართლიანი და ერთგვაროვანი მიდგომა. ყურადღება გაამახვილოს და სათანადოდ შეისწავლოს დაბალფასიანი პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რათა არ დაუშვას კანონმდებლობის შეუსაბამო გადაწყვეტილებების მიღება. ასევე, აუდიტი მოუწოდებს  მუნიციპალიტეტს შეისწავლოს კონკრეტული ფაქტები, გამოავლინოს პასუხისმგებელი პირები და გაატაროს მათ მიმართ შესაბამისი ღონისძიებები.

შესწავლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა გარკვეული სახის შეუსაბამობები გამარტივებულ შესყიდვებშიც გამოავლინა. 

 “ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა შესყიდვის პროცედურები ისე წარმართა, რომ 2017 წლის ტურისტული სეზონისთვის პროექტის გახორციელება ვერ მოასწრო, ხელშეკრულება 3 თვის დაგვიანებით გააფორმა და ვერც წლის ბოლომდე დაასრულა პროექტი”, _ ვკითხულობთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში.

2017 წელს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა გამარტივებული შესყიდვის გზით მდინარე სუფსაზე მოტივტივე ნარჩენების დამჭერი მოწყობილობის განთავსება დაგეგმა. აღნიშნულის თაობაზე, 2017 წლის 17 ივლისს მერიამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართა, რომელმაც 2017 წლის 19 ივლისს თანხმობა მისცა. გამარტივებული შესყიდვის მოტივი იყო სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარება, რადგან მდინარე სუფსის მიერ შავ ზღვაში შეტანილი დიდი ოდენობით ნარჩენები ხელს უშლიდა საკურორტო სეზონის ჩატარებას.

როგორც აუდიტის დასკვნაში ვკითხულობთ, პროექტის გასახორციელებლად, საქართველოს მთავრობამ თანხა 2017 წლის 24 ივლისს გამოყო, ხოლო მუნიციპალიტეტმა 3 თვის შემდეგ, 2017 წლის 18 ოქტომბერს ხელშეკრულება შპს “ზეტ ქონსთრაქშენს” გაუფორმა, ღირებულებით _ 166.4 ათასი ლარი.

“ხელშეკრულებით, სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 6 დეკემბერს, თუმცა, მიმწოდებელმა დაარღვია შესრულების ვადები და საბოლოოდ, პროექტი დაასრულა 2018 წლის 25 იანვარს. ლანჩხუთის მერიამ კი მიმწოდებელს აუნაზღაურა შესრულებული სამუშაოების ღირებულება _ 158.4 ათასი ლარი”, _ წერია ანგარიშში.

საგულისხმოა, რომ ობიექტი მწყობრიდან რამდენიმე თვეში გამოვიდა და აუდიტის მიმდინარეობის პერიოდშიც არ ფუნქციონირებდა.

“ამასთან, საპროექტო დოკუმენტაცია შედგენილია სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის _ შპს “ზეტ ქონსთრაქშენის” მიერ. აღნიშნული წარმოშობს რისკს იმისა, რომ პროექტი უხარისხოდ იყო შედგენილი, რაც დადასტურდა ფაქტობრივი გარემოებით. მოწყობილობა მიღება-ჩაბარებიდან 6 თვეში დაზიანდა. საგარანტიო პერიოდში მერიამ მიმართა მიმწოდებელს დაზიანების გამოსასწორებლად. მიმწოდებლის მიერ დაზიანების აღმოფხვრის მიუხედავად, ნარჩენების დამჭერი მოწყობილობა კვლავ დაზიანდა. პრობლემის მოსაგვარებლად დამატებითი ღონისძიებები მერიას არ განუხორციელებია”.

სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით, მუნიციპალიტეტის არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ ტურისტული სეზონის მოახლოების გამო, პროექტი უნდა გახორციელებულიყო გამარტივებული შესყიდვის გზით შემჭიდროვებულ ვადებში, ვერ ჩაითვლება საკმარის და შესაფერის მტკიცებულებად. ვინაიდან მუნიციპალიტეტმა შესყიდვის პროცედურები წარმართა იმგვარად, რომ 2017 წლის ტურისტული სეზონისთვის ვერ მოასწრო პროექტის გახორციელება, ხელშეკრულება 3 თვის დაგვიანებით გააფორმა და ვერც წლის ბოლომდე დაასრულა პროექტი.

“აუდიტის ჯგუფმა ვერ მიიღო შესაბამისი რწმუნება იმისა, თუ რამდენად აუცილებელი იყო გამარტივებული შესყიდვის გზით პროექტის შეძენა. მუნიციპალიტეტს შეეძლო აღნიშნული სამუშაოები შეესყიდა ტენდერის გზით. აღნიშნულით მერიამ დაკარგა სატენდერო ეკონომიის მიღების შესაძლებლობა. გარდა ამისა, 2018 წელს დასრულებული პროექტი დაზიანებულია და არ ფუნქციონირებს. ამდენად, მუნიციპალიტეტმა გასწია 158.4 ათასი ლარის არაეფექტიანი ხარჯი”, _ წერია ანგარიშში.

აუდიტის რეკომენდაციით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიზანშეწონილია, შეიმუშაოს გამარტივებული შესყიდვის გზით გასახორციელებელი სამშენებლო სამუშაოების ფაქტობრივი დანახარჯების დათვლის მეთოდი და კონკრეტული წესი, რომელიც შესაბამისობაში იქნება მოქმედ კანონმდებლობასთან.

“აღნიშნული ხელს შეუწყობს, სამშენებლო სამუშაოების მიწოდებაზე გაფორმებული გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებების ფარგლებში საბიუჯეტო სახსრების ეკონომიურ ხარჯვას. მუნიციპალიტეტმა შეისწავლოს კონკრეტული ფაქტები, გამოავლინოს პასუხისმგებელი პირები და გაატაროს მათ მიმართ შესაბამისი ღონისძიებები”, _ წერია აუდიტის დასკვნის სარეკომენდაციო ნაწილში.

აუდიტის შენიშვნები და მერიის განმარტებები

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

ფინანსები

თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

14:29; 9 სექტემბერი, 2026
ფინანსები

მნიშვნელოვანია არა რას აკეთებ, არამედ როგორ – ნიკა ლებანიძის წერილი 19 წლის საკუთარ  თავს

10:20; 9 სექტემბერი, 2026
ფინანსები

განათლების შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის – დარეგისტრირდით საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში

09:57; 9 სექტემბერი, 2026
ფინანსები

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ე.წ. პროფესორი ჰენრის პირამიდის საქმიანობას სწავლობს

14:50; 6 სექტემბერი, 2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება

17:05; 4 სექტემბერი, 2026

იდლიბში ავიაიერიშს თურქი სამხედროები ემსხვერპლნენ

აუდიტის შენიშვნები და მერიის განმარტებები

ყველა სიახლე

საზოგადოება

ბათუმიდან აფრენილი მცირე ზომის კერძო თვითმფრინავი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა

17:19; 9.09.2026
პოლიტიკა

„გახარია საქართველოსთვის“: ჩორჩანას საპოლიციო საგუშაგოს გაუქმება სამშობლოს ღალატი იქნება

15:37; 9.09.2026
საზოგადოება

ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა

15:03; 9.09.2026
სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

14:34; 9.09.2026
ფინანსები

თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

14:29; 9.09.2026
სამართალი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა

13:57; 9.09.2026
საზოგადოება

გურიასა და დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +31 გრადუსს მიაღწევს — უახლოესი დღეების პროგნოზი

13:06; 9.09.2026
სამართალი

პოლიციამ 107 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 3 პირი

13:00; 9.09.2026
სამართალი

პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ძებნილი პირი დააკავა

10:45; 9.09.2026
ფინანსები

მნიშვნელოვანია არა რას აკეთებ, არამედ როგორ – ნიკა ლებანიძის წერილი 19 წლის საკუთარ  თავს

10:20; 9.09.2026
ფინანსები

განათლების შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის – დარეგისტრირდით საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში

9:57; 9.09.2026
პოლიტიკა

ლაშა ნადარეიშვილი: “ასავალ-დასავალს” აფინანსებს წიწამური, სადაც ერთხელ უკვე გავარდა საბედისწერო ტყვია”

9:27; 9.09.2026
საზოგადოება

გივი მიქანაძემ არჩეულში აგარაკისთვის მესამე ნაკვეთიც იყიდა _ სოფელში არც სკოლაა და არც საბავშვო ბაღი

9:15; 9.09.2026
პოლიტიკა

“რაც პირველი მომხვდა ხელში, ის ვესროლე თავში იაგო ხვიჩიას”

8:19; 9.09.2026
პოლიტიკა

“რეციდივისტი ფარცხალაძე  გვყავდა მთავარ პროკურორად, რომელმაც ახლა უკრაინა უნდა დაიპყროს”

8:06; 9.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო