შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 93-107კმ-ზე, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, ყველა ტიპის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
გავრცელებული განცხადების მიხედვით, მოძრაობის აკრძალვა ინტენსიურმა თოვამ გამოიწვია.