„ინფექციური საავადმყოფოს ექიმები ამ ეპიდემიის დაწყებიდან პრაქტიკულად 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. არიან თანამშრომლები, რომლებიც არ გასულან საავადმყოფოდან. ვერ ვიხსენებ სხვა დაწესებულებას, რომელიც 24 საათი მუშაობდეს მაქსიმუმს აკეთებდეს პაციენტების მოვლისთვის“, – ამის შესახებ საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა.
აკმაყოფილებს თუ არა ინფექციური საავადმყოფო კრიტერიუმებს პაციენტების სამკურნალოდ? ამ კითხვას თენგიზ ცერცვაძემ ასე უპასუხა: „მედალს ორი მხარე აქვს. თუ ვინმე დაკმაყოფილების კრიტერიუმად ჩათვლის შენობის მდგომარეობას, მაშინ არა. მაგრამ ეს არანაირად არ არის დაკავშირებული ინფექციური საავადმყოფოს კარგ ან ცუდ მუშაობასთან. ელემენტარულად იმიტომ რომ ეს შენობა არ გვეკუთვნის ჩვენ ეს შენობა არ გვეკუთვნის ჩვენ. იქ მდგმურები ვართ. შენობა ეკუთვნის ერთ-ერთ კერძო კომპანიას, რომელიც კატეგორიულ უარს აცხადებს მისი სარემონტო სამუშაოების ჩატარებაზე. რომელიც ჩვენ არაერთგზის ვითხოვეთ. თვითონ შენობის მდგომარეობაზე ჩვენ სამწუხაროდ პასუხს ვერ ვაგებთ. არ გვაქვს ბერკეტი და მექანიზმი, რომ ჩავერიოთ“, – განაცხადა ცერცვაძემ.
მისი თქმით, რას შეეხება სერვისებს და პაციენტების მომსახურებას. კედლები და იატაკი არ მკურნალობს პაციენტებს, ავადმყოფებს მკურნალობენ ექიმები, სერვისები, გამოცდილება, მოვლა და მეთოდები. „სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ეს არ არის მხოლოდ ჩემი მოსაზრება. ამაზე არსებობს მსოფლიოს წამყვანი ისნსტიტუციების სხვადასხვა ოფიციალური მონაცემები. რომ ჩვენს ცენტრში სამედიცინო მომსახურება არის უმაღლეს დონეზე.
თანამშრომლები არიან უმაღლესი კვალიფიკაციის, დიდი გამოცდილების განსაკუთრებით საშიშ ინფექციებთან ბრძოლაში. ჩვენ ცენტრს აქვს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ლეტალობა განსაკუთრებით საშიში ინფექციების დროს, როგორიც არის ყირიმ-კონგოს ცხელება ან როგორიც არის ღორის გრიპი. გვქონდა ერთ-ერთი ყველაზე დაბალი სიკვდილობა მთელს ევროპაში.
ჩვენი ცენტრი უზრუნველყოფს პაციენტების „ცე ჰეპატიტით“ განკურნების მსოფლიოში ყველაზე მაღალ 39 პროცენტს. ეს მთელმა მსოფლიომ იცის და ამაზე ლაპარაკობს. გამორიცხულია არაკვალიფიციური და სათანადო სერვისების მიწოდება. ხოლო „შიდსში“ აღმოსავლეთ ევროპაში გვაქვს ყველაზე საუკეთესო მაჩვენებელი. მკურნალობის მოცვით და ეფექტურობით. გვაქვს ორჯერ ნაკლები სიკვდილობა, ვიდრე აშშ-ში.
ამის დასადასტურებლად, რომ ჩემი სიტყვების იყოს ტენდენციური, ცენტრს მიღებული აქვს, შიდსის ვირუსული ინფექციების და სხვა განსაკუთრებით საშიში ინფექციების მკურნალობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის უმაღლესი ჯილდო. რომლის მსგავსი პრემია არ აქვს მიღებული აღმოსავლეთ ევროპის არცერთი ქვეყნის არცერთ სამედიცინო დაწესებულებას. ჯანმო ასეთ ჯილდოს ტყუილად არავის აძლევს. მათ ათასჯერ შეისწავლეს ჩვენი სერვისების დონე. ჩვენი გამოცდილება და დადებული შედეგები და მოგვცეს ეს უნიკალური ჯილდო. ჩვენთან არ დაშვებულა არცერთი შეცდომა, შედეგები არის ყველაზე მაღალი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ტელეკომპანია „მთავარი არხი“ კორონავირუსზე შეკვეთილი სიუჟეტის მომზადებაში დაადანაშაულა და ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა. მისი თქმით, ის ჟურნალისტებს არაფერს ეტყვის მანამ, სანამ ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიას „მთავარი არხის“ გადამღები ჯგუფი არ დატოვებს.
წყარო: იმედინიუსი