დღეს ლუგარის ცენტრში გადაგზავნილია საქართველოს ინფექციური საავადმყოფოებიდან 24 ნიმუში, რომელთა პასუხი დღის განმავლობაში იქნებ, რაც შეეხება 37 შემთხვევას, რომელიც გუშინ დამატებით გამოიკვლიეს, არცერთს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ დღეს განცხადება დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძემ გააკეთა.
„გუშინ დამატებით იქნა გამოკვლეული 37 შემთხვევა. ყველა გახლდათ უარყოფითი. მოგეხსენებათ, გუშინ დილით ჩვენ დავადასტურეთ ერთი მესამე დადებითი შემთხვევა. ანუ ერთიანად, საქართველოში ჩვენ გვქონდა 130 შესაძლო შემთხვევა და დადასტურებულია სამი შემთხვევა“ ,_ განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძის ინფორმაციით, სამივე პაციენტს, ვისაც კორონავირუსი დაუდგინდა , ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში აკვირდებიან და მათი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.