ჯანდაცვის მინისტრის თქმით, უწყება დამატებით საკარანტინო სივრცეების შექმნაზე მუშაობს.
ტიკარაძის განცხადებით, კარანტინისთვის ადგილს გორის სამხედრო ჰოსპიტალიც გამოჰყოფს.
„ჩვენ ვმუშაობთ დამატებითი სივრცეების მოძიებაზე. ამ ეტაპისთვის გორის სამხედრო ჰოსპიტალიც უზრუნველყოფს დამატებით ადგილს. დღეის მდგომარეობით ქვეყანაში ეპიდსიტუაცია დამაკმაყოფილებელია. ამ ეტაპისთვის, საქართველოში ეპიდემიის გავრცელების რისკი დაბალია”,_ განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.