სოციალურ ქსელში ქუთაისის მე-5 საჯარო სკოლის სარდაფში ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.
ახალგაზრდა ყვება, რომ იქ ხშირად იკრიბებიან, როგორც სკოლის მოსწავლეები, ასევე სრულწლოვნები და მარხუანასა და სხვა ნარკოტიკულ საშუალებებს მოიხმარენ.
ფაქტის შესახებ მან სოციალურ ქსელში ფოტოები დადო და პოლიციას აცნობა. საქმე 273-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც მარიხუანის უკანონო შენახვა -გადაზიდვას ანდა გასაღებას გულისხმობს.
წყარო: იმედინიუსი