ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძიებისა და მათი ოჯახის წევრების უფლებების დაცვის ფონდის, “მოლოდინის” ხელმძღვანელს, ბელა ზალდასტანიშვილს დედის დღე მიულოცა.
ვლადიმერ იმნაძემ, ქალბატონ ბელას თაიგული და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და ჯანმრთელობა უსურვა.
ბელა ზალდასტანიშვილის შვილები_ 23 წლის ზურა და 25 წლის თემურ ზალდასტანიშვილები და, ასევე, ძმები_ტყუპები_ვასიკო და ნუკრი წიკლაურები, აფხაზეთის ომის დროს, 1993 წლის 22 სექტემბერს, ბაბუშერას აეროპორტში, რუსი სამხედროების მიერ, თვითმფრინავის აფეთქებისას დაიღუპნენ.
მათი ნეშტები, აფხაზეთიდან, 2014 წელს ჩამოასვენეს და დიღმის ძმათა სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალეს.
(R)