ლელა კაკულიამ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მიმართა – ამის შესახებ ინფორმაციას www.qartia.ge ავრცელებს.
განცხადების თანახმად ვებსაიტ informacia.club-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ლელა კაკულიამ იწინასწარმეტყველა რომ “ვაკე გადარჩება, გლდანს ვერ ვხედავ…” არ შეესაბამება სიმართლეს (ქარტიის პირველი პრინციპი), რომ მსგავსი წინასწარმეტყველება არ ეკუთვნის ლელა კაკულიას და შესაბამისად წყარო არ არსებობს (ქარტიის მე-3 პრინციპი). განმცხადებელი ასევე სადავოდ ხდის ქარტიის 4 (დოკუმენტების კეთილსინდისიერად და სამართლიანად მოპოვება), 5 (შესწორება), 7 (დისკრიმინაცია) და 11 (განზრახ დამახინჯება) პრინციპებსაც.