ევროპის სამაუწყებლო საბჭოს (EBU) წარმომადგენლებმა, რომლებიც „ევროვიზიას“ უკეთებენ ორგანიზებას, ვერ შეძლეს კონკურსის მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრა _ EBU-მ წევრებს მოგზაურობა მას შემდეგ აუკრძალა, რაც მათ ერთ-ერთ კოლეგას კორონავირუსი აღმოაჩნდა. აღსანიშნავია, რომ შვეციის და ისრაელის დელეგატებმაც უარი განაცხადეს, დასწრებოდნენ შეხვედრას, რომელიც როტერდამში, 9 მარტს არის დანიშნული.
Daily Star-ის ინფორმაციით, EBU განიხილავს კონკურსის ჩატარების რამდენიმე სცენარს. ექსპერტებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის გამო, ღონისძიების ჩატარებას საფრთხე დაემუქრა და დიდი ალბათობით, „ევროვიზია 2020“ გადაიდება. მათ მოუწოდეს საორგანიზაციო კომიტეტს, არ ჩაატარონ „ევროვიზია 2020“ როტერდამში და იგი ინტერნეტში გადაიტანონ.
„ევროვიზია 2020“ ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში უნდა გამართულიყო, ფინალი კი 16 მაისს იგეგმებოდა.