პარაგვაიში რონალდინიო და მისი ძმა დააკავეს. მომხდარის შესახებ ინფორმაციას France 24 ავრცელებს.
მაუწყებლის მიერ გავცრელებული ინფორმაციით, გამოძიება მათ ქვეყანაში ყალბი დოკუმენტებით შესვლას ედავება.
როგორც ცნობილია, რონალდინიო და მისი ძმა პირველად ოთხშაბათს დააკავეს და პარასკევს, ადგილობრივი დროით 8 საათზე გამოუშვეს. რონალდინიოს სამართალდამცავი სტრუქტურის შენობის დატოვების შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა, გათავისუფლებიდან რამდენიმე საათში ისევ დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, საქმის შესახებ მოსმენა კვირას გაიმართება.
ძმებს შვიდი საათზე მეტი ხნის განმავლობაში კითხავდნენ.
პროკურორმა დელფინომ განაცხადა, რომ გადაწყვიტა არ წაუყენოს ბრალდება რადგან გამოძიებას სათანადო ინფორმაციის მიღებაში დაეხმარნენ და კეთილსინდისიერად იქცეოდნენ, მაგრამ მოსამართლემ პროკურორის გადაწყვეტილება უარყო. საქმის ახალმა პროკურორმა კი მათი დაკავების ბრძანება გასცა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრაზილიის ხელისუფლებამ რონალდინიოს პასპორტი 2018 წლის ნოემბერში ჩამოართვა, რადგან მან პორტო ალეგრეში მდებარე ქონების მშენებლობის დროს გარემოზე მიყენებული ზიანის ასანაზრაურებლად დაკისრებული 2.5 მილიონი დოლარის გადახდა ვერ შეძლო.
რონალდინიო პარაგვაის დედაქალაქში საქველმოქმედო ფონდმა მიიწვია, წიგნის პოპულარიზაციის მიზნით.
ადვოკატ მარინის განცხადებით, რონალდინიომ აღიარა, რომ მათ დოკუმენტები გასულ თვეს გადასცეს ბრაზილიაში.
მას ყალბი პასპორტი ბრაზილიელმა ბიზნესმენმა უილმონდეს სოზა ლირამ მისცა, რომელიც ასევე დაკავებულია.