ამ წუთებში გომიდან გვატყობინებენ, რომ ხანძარი მთებშია და ძლიერდება.
ცეცხლი რთული რელიეფის მქონე ტერიტორიას უკიდია.
მეხანძრეები სხვადასხვა კერებზე უკვე რამდენიმე დღეა უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ.
გომში ვერტმფრენებს ელოდებიან.
ცეცხლი დაახლოებით 2 ჰექტარ ფართობს უკიდია.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო- სამაშველო სამსახურები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის, ეკა მგელაძის ინფორმაციით, ხანძრის ჩასაქრობად იგივე უძინარი , ღამენათევი მაშველები წავიდნენ და ტყეებში ფეხით შედიან.