საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საქართველოში არსებულ ხანძრის კერებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„მთელი საქართველოს მასშტაბით ხანძარი ლიკვიდირებულია:
სამეგრელოში- ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში, ასევე სოფელ ლიაში, რაჭაში-ხვანჭკარაში, შიდა ქართლში- გოსტიბეში, სამცხე-ჯავახეთში – ლიკანში, აჭარაში- ქობულეთში, იმერეთში – ჭალოვანში.
ღია კერები აღარაა და ნახანძრალის დამუშავება მიმდინარეობს გურიაში – ვაკიჯვარში, რაჭაში – კრიხში;
ლოკალიზებულია და გავრცელების საფრთხე აღარაა კახეთში – სოფელ გომბორთან, ქვემო-ქართლში-თეთრიწყაროში, გურიაში: გომსა და მამათში.
აქტიური კერებია იმერეთში – ხონსა და ტყიბულში, სამეგრელოში – ეწერში.
მთელი საქართველოს მასშტაბით მხოლოდ ტყის ხანძრებზე მობილიზებულია 1500 მეხანძრე-მაშველი, ათეულობით სახანძრო სპეც ტექნიკა. სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი გურიასა და რაჭაში მუშაობენ, მათ ჯამში 200-ამდე გაფრენა განახორციელეს.
ხანძრის ქრობის სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს და გაგრძელდება მათ სრულ ლიკვიდაციამდე“,_ ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.