პარტია ლეიბორისტების ლიდერი, შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„რუსეთში იურიდიულად ფორმდება პუტინის ერთპიროვნული,იმპერიულ- ოლიგარქიული დიქტატურა. სიკვდილამდე საქართველოს მთავარი ოკუპანტი იქნება მეზობელი.12 ათას კილომეტრზე გადაჭიმული, ბირთვული, თავზეხელაღებული სახელმწიფოს მეთაური.
ეს ჩვენი ქვეყნისთვის ახალი უაღრესად საშიში გამოწვევაა მით უფრო იმ ფონზე,რომ საქართველოში აქტიურად ცდილობენ დამკვიდრება-გავლენის მოპოვებას აიათოლების ირანი,ნეო-სულთან ერდოღანის თურქეთი,აგრეთვე მსოფლიოში უპრეცენდეტო ცოლ-ქმრის დიქტატურა ალიევების რეჟიმი და მოსკოვის სატელიტი ერევნის ხელისუფლებები. უნდა ვაღიაროთ,რომ არსებული გეოპოლიტიკური გარემოცვა ჩვენთვის უპრეცენდენტოდ მტრული და რაც ყველაზე საშიში-ერთმანეთის მოკავშირეა.
ერთადერთი გამოსავალი ჩვენი მომავლის გადასარჩენად ამერიკული სამხედრო ბაზების განლაგებაა ატომურ-ბირთვული კომპონენტებით. ჩვენ სამწუხაროდ გარს ღრმა შუა საუკუნეები გვარტყია“,_ წერს ნათელაშვილი.