საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112 განცხადებას ავრცელებს.
“საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, გაცნობებთ რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“, ახალი კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ლიცენზირებული დაწესებულებების გარე ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის შემოწმებას დისტანციურად განახორციელებს.
Camera.mia.gov.ge-ზე დარეგისტრირებული ლიცენზირებული დაწესებულებების წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ ელფოსტის საშუალებით გამოგვიგზავნონ შესაბამისი დოკუმენტაცია -infocamera@mia.gov.ge; და დისტანციურად მიიღონ შესაბამისი აქტი.
ასევე, 112-ის თბილისისა და რუსთავის ადმინისტრაციულ ცენტრებში, ევაკუატორით მომსახურების სერვის ცენტრში შემოსული თითოეული მოქალაქე მოწმდება, თანამშრომლები აღჭურვილები არიან პირბადითა და სპეციალური ხელთათმანით. ქოლ-ცენტრში და ადმინისტრაციულ შენობებში განთავსებულია ხელის ანტიბაქტერიული გამწმენდი სითხე”,_ წერია განცხადებაში.