ოზურგეთელი მიშა კეჭაყმაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ კარგი იქნება საქართველოში “მადლობის ტაში“ გაიმართოს.
“შემოგვიერთდით და ერთად ვუთხრათ მადლობა სამედიცინო პერსონალს ჩვენს ჯანმრთელობაზე დაუღალავი ზრუნვისთვის!
18 მარტს, 21:00-ზე, მთელს საქართველოში, გამოვიდეთ აივნებზე, გავაღოთ ფანჯრები და ტაში დავუკრათ ჩვენს სამედიცინო პერსონალს, რადგანაც ისინი ამას ნამდვილად იმსახურებენ!“ – წერს მიშა კეჭაყმაძე.