„არსებული სიტუაცია საშიშისგან იმით განსხვავდება, რომ პაციენტებმა იციან ვისგან გადაედოთ ვირუსი და წრე ცნობილია“, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განაცხადა.
მისი თქმით, ჯერ არ დაფიქსირებულა გავრცელების ის ტიპი, როდესაც პიროვნება ინფიცირდება და არ ყოფილიყოს ცნობილი, ვისთან ჰქონდა მას კონტაქტი.
„შიდაგადაცემის მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდია დაფიქსირებული, სულ – 5-6. ეს ბევრი არ არის. ზოგი ამას მესამეულ გადაცემას ეძახის, ზოგი მეორეულს, მაგრამ ფაქტი ერთია – საქმე გვაქვს უცხოეთში დაინფიცირებულ და საქართველოში დაბრუნებული პირის მიერ, აქ სხვის დაინფიცირებასთან. არსებული სიტუაცია საშიშისგან იმით განსხვავდება, რომ მათ იციან ვისგან გადაედოთ, წრე ცნობილია და მათთან მუშაობენ ეპიდემიოლოგები“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.