ახლახან, ოზურგეთში, სკოლამდელი აღზრდის ცენტრის სამ თანამშრომელს, სამუშაო ოთახში, ჩანთებიდან კუთვნილი თანხა ამოაცალეს.
_ სულ ათიოდე წუთით შემოვიდნენ ჩემთან. მცირე თათბირი მქონდა. რომ გავიდნენ, ოთახის კარი გატეხილი დახვდათ და ჩანთებიდან ფული ამოღებული იყო, _ გვითხრა სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორმა მაკა ჭყონიამ.
იმავეს ადასტურებენ ცენტრის თანამშრომლები.
ადგილზე გამოიძახეს ოზურგეთის პოლიცია.
უფრო ვრცლად ინფორმაციას, „გურია ნიუსი“ მალე მოგაწევდით.