აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, აჭარაში სამედიცინო პირბადეების დამზადება დაიწყო.
როგორც ფუტკარაძემ აღნიშნა, კომპანია 500 000 პირბადეს სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცემს.
„მთავრობის გარდა მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ჩართულობა და სოციალური პასუხისმგებლობა. არაერთმა პირმა მოგვმართა მზადყოფნით, რომ ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობაში. მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მაგალითია კომპანია აჭარა ტექსტილის ინიციატივა. კომპანიამ გადააწყო თავისი სამეწარმეო ხაზი და დაიწყო სამედიცინო პირბადეების დამზადება. არსებულ ვითარებაში გაზრდილია მოთხოვნა პირბადეებზე, კომპანია უზრუნველყოფს შესაბამისი რაოდენობის პირბადეების წარმოებას, რომ დეფიციტი არ შეიქმნას.
კომპანია 500 000 ცალ პირბადეს სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცემს. ჩვენ ვიყავით არსებულ საწარმოში. გათვალისწინებულია ყველა რეკომენდაცია, რაც პერსონალის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს“, – განაცხადა ჯაბა ფუტკარაძემ.