ევროპელმა ლიდერებმა გადაწყვეტილება მიიღეს 30 დღის განმავლობაში აკრძალონ ევროკავშირში უცხოელების შესვლა. ამის შესახებს cnbc-წერს.
აღნიშნული გადაწყვეტილება პირველად გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა გამოაცხადა ევროკავშირის სახელმწიფოების ხელმძღვანელებთან გამართული ვიდეო კონფერენციის შემდეგ.
მოგვიანებით, ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა ჩარლზ მიშელმა განაცხადა, რომ ეს არის ზომა, რათა “ვირუსის გავრცელება გლობალურად შეიზღუდოს”.
“ყველა წევრმა ქვეყანამ მიიღო ძალიან ძლიერი ზომები, რათა შემცირდეს მოძრაობა, შეამციროს მოგზაურობა,- დასძინა მან.
თუმცა, ადამიანთა გადაადგილება ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის შიგნით, შეზღუდვებით მაინც დაიშვება.