დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა მოიმატებს.
„ამ კვირაში ან კვირის ბოლოს დაფიქსირდება მეოთხეული და მეხუთეული გადაცემის შემთხვევები. ეს იმას ნიშნავს, რომ ეპიდემია გაფართოვდება, მაგრამ ჩვენი მთავარი ამოცანაა ეს ზრდა იყოს მინიმალური“, _ განაცხადა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.