დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელის, არჩილ მჟავიას თქმით, გუშინ კარანტინში ლანჩხუთიდან სამი პირი გადაიყვანე.
მისივე თქმით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტიდან შესაძლოა ერთი პირის გადაყვანა მოხდეს.
„არაერთხელ ხდება იმ ხალხის გაფრთხილება, რომ თუ ისინი იმყოფებოდნენ უცხოეთში და უკან ბრუნდებიან საქართველოში, აუცილებლად უნდა იყვნენ კარანტინში ან კიდევ თვითიზოლაციაში. აუცილებელია ამ წესების დაცვა. ყველამ კარგად იცის, რა ვითარება არის მსოფლიოში,“_ გვითხრა არჩილ მჟავიამ.
ბოლო მონაცემებით, თვითიზოლაციაში 77 პირი იმყოფება გურიაში.