დეკანოზი კონსტანტინე პაიჭაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომელშიც, მისი ხედვით, ყოველი პრობლემის საწყისზე საუბრობს.
“იცით, ყოველი პრობლემის საწყისი და უმთავრესი პრობლემა რა მგონია?
ჩვენ თანამედროვე ქრისტეანეთა უმეტესმა ნაწილმა, ქრისტე დავიძმაკაცეთ, მას ჩამოვართვით სახარებისეული თვისებები და ახალი შევძინეთ. ჩამოვართვით ღმერთობა და ჩვენში ღმერთის გარეშე კაცი დავტოვეთ, ჩვენი მსგავსი, მეგობარი, ძმაკაცი, მოქეიფე, დიდი ყანწით სათქმელი სადღეგრძელოს მიზეზი, მტრის მაოხრებელი, ჩვენი მხარდამჭერი… უნებურად ვწერთ საკუთარ თავში უახლეს აღთქმას, ეს უახლესი აღთქმა ყველაში ინდივიდუალურია და ავტორს ჰგავს, და მასში ქრისტე ზუსტად იმეორებს ავტორის თვისებებს, ხასიათს და ლეგიტიმაციას ახდენს თითოეული ადამიანის სურვილებისა. არადა პავლე მოციქული გვასწავლის: ,,მომბაძეთ მე ისე, როგორც მე ვბაძავ ქრისტეს”, _ წერს დეკანოზი.