„ქვეყანა გადავიდა შიდა გავრცელების ეტაპზე და ამიტომ ვზღუდავთ ყველა სატრანსპორტო გადაყვანას, მათ შორის რკინიგზით“-საკორდინაციო საბჭოს სხდომის დამთავრების შემდეგ თქვა მთავრობის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა.
საბჭოს გადაწყვეტილებით 23 მარტის ღამის 12 საათიდან ქვეყნის მასშტაბით საქალაქთაშორისო მგზავრობის აკრძალვა ძალაში შედის.