სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარიდან საჩხერის საკარანტინო სივრცეში ახალგაზრდა მამაკაცი გადაიყვანა.
მოსკოვში, ემიგრაციაში მყოფმა პიროვნებამ საქართველოს საზღვარი 20 მარტს გადმოკვეთა და იგი გუშინდლამდე, სოფელ ჭოგნარში, თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
მაღალი ტემპერატურის გამო გამოუძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას, რომელმაც ახალგაზრდა მამაკაცი საჩხერის საკარანტინო ზონაში გადაიყვანა.
,,გურია ნიუსი” დაუკავშირდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამტრედიის ცენტრის ხელმძღვანელობას.
მარინა თევზაძის განმარტებით, სამტრედიიდან გადაყვანილ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა:
,,ვინაიდან სიცხე დაუფიქსირდა და ემიგრაციიდან იყო დაბრუნებული, ახალგაზრდა მამაკაცს სწრაფი ტესტი ჩაუტარდა, რაზეც უარყოფითი პასუხი მივიღეთ. ამის მიუხედავად, ჭოგნარიდან გადაყვანილი პირი საჩხერეში გააგრძელებს კარანტინს“.