ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციური საავადმყოფო კორონავირუსის დამარცხების შემდეგ მე-10 პაციენტმა დატოვა.
„ჩვენ კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული შემოგვემატა და გუშინ მე-10 პაციენტმა დატოვა ჩვენი ცენტრი. ანუ ამ 42 დადასტურებული შემთხვევიდან უკვე 10 გამოჯანმრთელებული შემთხვევაა. ათივემ, რა თქმა უნდა კლინიკა დატოვა ეტაპურად მიღებული პასუხის მიღების შესაბამის დღეებში და ამ ეტაპზე ამ 42-დან 32 პაციენტი აგრძელებს ჩვენთან მკურნალობას“,_ განაცხადა ეზუგბაიამ.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 73 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 10 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.