ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის, რომლებსაც შექმნილი მდგომარეობის გამო სასწავლო პროცესი შეუჩერდათ საკვები პროდუქტები შეიძინა.
არამალფუჭებად პროდუქტებს ოზურგეთის საბავშვო ბაღების ყველა აღსაზრდელი მიიღებს.
მიმდინარეობს პროდუქტების განაწილება 44 საბავშვო ბაღზე, რომელსაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, კორონავირუსთან ბრძოლის ოზურგეთის შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი სირაძე ესწრება.
საკვები პროდუქტები საბავშვო ბაღებს ა.(ა).ი.პ. “ოზურგეთის სკოლამდელი სააღმზრდელო ცენტრისგან” ეტაპობრივად გადაეცემათ.