CNN-ს ინფორმაციით, კორონა ვირუსი დემოკრატ კონგრესმენს ჯო კანინგემს კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც გამოცემა წერს, კონგრესმენი 19 მარტიდან თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. მას შემდეგ, როცა კონტაქტი ქონდა ერთ-ერთ კონგრესმენთან, რომელსაც ასევე ვირუსი დაუდასტურდა. თუმცა, კანინგემი არ ასახელებს, კონკრეტულად ვისთან ჰქონდა კონტაქტი “მიუხედავად იმისა, რომ თავს მშვენივრად ვგრძნობ, 17 მარტიდან არ მქონდა ყნოსვის და გემოს შეგრძნება.
როგორც გავიგე, ეს არის სიმპტომი კოვიდ 19-ის. კომუნიკაცია მქონდა ექიმთან და მას შემდეგ ვარ თვითიზოლაციაში”,- ამბობს კონგრესმენი.
როგორც ცნობილია, კორონავირუსით რამდენიმე კონგრესმენია დაინფიცირებული.