20 წლის მარიამ კალომლეწავი 27 მარტს, ნიუ იორკის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალური ქსელში მაირიამის ახლობლები ავრცელებენ.
“გთხოვთ ყველამ გაავრცელოთ.
სასწრაფოთ გვჭირდება მთავრობის თანადგომა გარდაცვლილი 20 წლის მარიამ კალომლეწავის გადასასვენებლად საქართველოში.
მარიამი დღეს დილით, 27 მარტს გარდაიცვალა ნიუ იორკის ჰოსპიტალში. კორონა ვირუსის გამო ფრენები არ ხორციელდება და ეს კიდევ უფრო ამძიმებს ამ ენით აღუწერელ მდგომარეობას. დავუკავშირდით საქართველოს საელჩოს ნიუ იორკში და პასუხი შეიძლება არ იყოს აპრილის 2-3 რიცხვამდე.
გთხოვთ, იქნებ ეს ამბავი მთავრობის ყურამდეც მივიდეს და კიდევ ერთი სასიკეთო საქმე გააკეთონ. წინასწარ მადლობა ყველას.”- წერენ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ მარიამი უმძიმეს სენს ებრძოდა. მის გადასარჩენად თანხას მთელი საქართველო აგროვებდა.