მეტი სოლიდარობაა საჭირო, რომ კონტინენტი და მსოფლიო ვირუსს გაუმკლავდეს, _აღნიშნულის შესახებ განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გააკეთა. მისი თქმით, საფრანგეთი იტალიის გვერდზე დგას.
„ევროპამ თავი ამაყად და ძლიერად უნდა იგრძნოს, იმიტომ რომ ეს ასეცაა. თუ ჩვენ ჩვენს სოლიდარობას ვერ გამოვხატავთ ახლა, იტალია, ესპანეთი გვეტყვიან: სად იყავით მაშინ, როცა ჩვენ ფრონტის ხაზზე ვიდექით? მე არ მინდა ასეთი ეგოისტი და დაყოფილი ევროპა“,-აღნიშნა მაკრონმა.